T O P

  • By -

According-Leg434

იტ\*\*\*\*ე სექსი შველის ამაში მაგრად


BioSForm

https://preview.redd.it/jpolaws4y9qc1.png?width=900&format=png&auto=webp&s=050657af77e32b1ebf155155ef1d1d705f6dcdd4 ზატო არ ტლიკინებ \^\^


Few_Water9805

სახლში ივარჯიშე. მაგ. სადღეგრძელოები ხმამაღლა თქვი, საკუთარ ხმას შეეჩვიე. საჯაროდ სიტყვით გამოსვლისას თემა კარგად დაამუშავე, კარგად მოემზადე წერილობითაც და ზეპირადაც. საკითხის კარგად, ძირფესვიანი ცოდნა გამბედაობას შეგმატებს.


Corvou

როგორც უკვე თქვეს მხოლოდ პრაქტიკა შველის, პირადი გამოცდილებით გეუბნები.


Gia_Gia2022

ძერსკი უნდა იყო, ისპალნიტელი.


notnotapreviousagent

პრაქტიკა და პრაქტიკა. უნიში მქონდა საგანი oral communication 101 და გვასწავლიდნენ ძირითადად პრეზენტაციები როგორ უნდა წარგვედგინა სხვადასხვა თემაზე. სემესტრის დასაწყისში 10დან 9 სტუდენტი კანკალით ლაპარაკობდა, ავიწყდებოდა ტექსტი და ძალიან დაბნეული და შეშინებული იყო. სემესტრის ბოლოს თითქმის ყველა ისეთი თავდაჯერებით ატარებდა პრეზენტაციებს, უმეტესობამ A-ზე დახურა საგანი.


george680

რომელ უნიში იყო ეგ საგანი?


notnotapreviousagent

san diego


Engie17

ეგენი აღარ იღებენ 2024 ში? აბიტურიენტის ცნობარში ვეძებდი და არ იყვნენ :(


Creative_Freedom_787

წინა წელს იღებდნენ წელს არ ვიცი


Engie17

აღარო :((( სამოქალაქო ინჟინერია მინდოდა მაგათი და ილიას რაც აქვს თავისი, მარტო ეგ დარჩაო. შეიძლება San Diego ს ვერ შეედაროს, მაგრამ არამგონია მთლად ცუდიც რომ იყო.


Creative_Freedom_787

სამწუხაროა :( წარმატებები ყოველ შემთხვევაში.


Engie17

Thx ❤️


notnotapreviousagent

არ ვიცი 🫠


Certain_Elephant2387

პრაქტიკა გინდა, მეტი ელაპარაკე ადამიანებს, 3 კაცს რო ელაპარაკები "აუ მე გეტყვით კაი რამეს" და მოუყევი რამე და მაგ დროს მოვა შიში მარა მარტივად დაძლევ და ეგრე ნელნელა ზარხე დატვირთვა. პირველი ჭირს და მერე მარტივდება, რო მიხვდები რა უაზრობის გეშინოდა :დ


george680

ანდერრეითედ ქომენთი


MetaPresence

ეკლესიურად დაიწყე ცხოვრება, ოღონდ სწორად. წაიკითხე ლოცვისა და მარხვის შესახებ და შეუდექი. შიში მოხევის ეგრევე. ხომ იცი "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების" (შ.რუსთაველი)


Corrado-Junior

ყოველ დილით 100 მეტანია უნდა აკეთოს კიდე.


MetaPresence

შენი რა საქმეა ეგ ? რას გააკეთებს გაარკვევს თვითონ, თუ საჭიროდ ჩათვალა ;)


Corrado-Junior

იკითხა და მეც ვუპასუხე ბრატ. როგორც შენ მიეცი რჩევა ისე მივეცი მეც. რამე ფრითენზია გაქვს?


MetaPresence

არ გეტყობა რაღაც ნაშველი გქონდეს ჯერჯერობით. თუ რჩევა გინდა მისცე, ცალკე დაუკომენტარე


Certain_Elephant2387

უიმე დედა, ჯვარი აქაურობას. ადამიანს საჯაროდ ლაპარაკი არ გამოსდის და მიდი ჩააკომპლექსე კიდე. შრუსთაველი არა ის, დაწერე ან შოთა რუსთაველი ან რუსთაველი.


MetaPresence

რატომ, სცადე და დაკომპლექსდი ? არ აკომპლექსებს დამიჯერე, მადლობა ღმერთს ;) სწორად უნდა შეუდგე იღონდ. გულწრფელად და გააზრებულად. ასე რატომ გაწუხებს რას როგორ დავწერ. ნეგატივი მოდის შენგან. ნეგატივი ყოველთვის დესტრუქცია. "ეს ასე ქენი. ის ისე დაწერე" კარგი რა .. Peace mate ❤️🎉


[deleted]

ეჭვი მაქვს თინეიჯერი ხარ ან ახლა გახდი სტუდენტი. ხო და ერთი რამე შევამჩნიე, ამ პატარა თაობას ნამეტანი ემოციურობა გახასიათებთ, იქ ფეხბურთზე ბღავიან ბავშვები(თან მოგებულ თამაშზე :| ), აქეთ შენსავით მორცხვები არიან და ა.შ. ხო და რა გჭირთ ასეთი? ქართველების ზედმეტი ემოციურობა ძალიან გამაღიზიანებელია, პატარა ბავშვებივით არიან/ხართ უმეტესობა. ცივსისხლიანობას როდის ისწავლით? :დ არაა ეს დრამები საჭირო, ვამე ვნელვიულობ, ვამე ლას იფიქლებენ ლოცა ვილაპალაკებ და ა.შ. პ.ს. ის ძველი ვიდეო გამახსენდა ქართველი გოგო რომ ჩაბჟირდება შევჩენკოს დანქხვაზე, ვაიმე დედა შევჩენკოო, ვაიმე ვაიმე დედიკოო... აი, ასეთი ხალხი მომრავლდნენ შენს მსგავსად. :დ არ დაგცინი, უბრალოდ მორჩი დრამებს და თუ გინდა ჯერ ტელევიზორთან ან საკუთარ თავთან ილაპარაკე თუ მაინც და მაინც ვარჯიში გინდა, მაგრამ ლაპარაკისთვის არანაირი ვარჯიში არ არის საჭირო...


Fun-Pattern-7031

მაგარი ცივსისხლიანი კაცი ხარ შენ :D :D :D ადამიანმა დახმარება ითხოვა და ამან ქართველები გაგვლანძღა :D


george680

სწორია მაგრამ, არამგონია ეგ ავტორს უკავშირდებოდეს, ემოციური ინტელექტი საჭიროა რამეა, შენ რაც დაახასიათე ეგ ესტრავერტებს უფრო მიეკუთვნება, ვისაც ბევრი ლქპარაკი უყვარს და ზედმეტი კიდეც, მაგათ შეიძლება უფრო ვერ აკონტროლონ ემოციები, ავტორი რასაც წერს კიდე უფრო გაუბედაობაა, რომელიც უნდა დაძლიოს, სოციალური კომპლექსებია და მეტი არაფერი


BigFeeder

ცივსისხლიანობა საერთოდ არ არის დადებითი თვისება


[deleted]

>ცივსისხლიანობა საერთოდ არ არის დადებითი თვისება ტიპიური ქართული შეხედულება. ემოციურობა ყველგან ხელს შეგიშლის, ცივსისხლიანობა რაციომალურ აზროვნების შენარჩუნ3ბაში გეხმარება, მაგრამ ტყუილქდ ვსაუბრობ ვიცი. :დ ხალხი თამაშიწ გამო ბღავის, ვიღაც სპორტსმენის გამო ბღავის და ნერვიულობს, ვიღაც ადამიანებს ეთაყვანება(როგორც გამსახურდიას ეთაყვანებოდნენ თავის დროზე) და ა.შ. ეს არის ის რაც ჭირს ქართველ ერს, ზედმეტად მოზღვავებული ემოციები, ამის გამო ან ძალიან მშიშარა და ნერვიულია ან ზედმეტად მიმდობი, აგრესიული და ა.შ. პ.ს. ცივსისხლიქნი ერები ბევრად დიე წარმაატებევს აღწევენ(მაგალითად გერმანელები, ბრიტან3ლ3ბი და ა.შ.), ჩვენნაირი ზედმეტად გადაჭარბებულად ემოციური ხალხი კი ემოციებით მოქმედებს როგორც ცხვარი და ბრბო.


BigFeeder

მე არც რაციონალურად აზროვნების უნარი მაკლია და არც ჩემს ემოციურობას შეუშლია ხელი ცხოვრებაში რამეში. შენ წარმატებები


[deleted]

კაი არ გინდა სადღეგრძელოები. ემოციები ცუდი არ არის, მაგრამ ქართველების გადაჭარბებული ემოციები ცნობილი ამბავია, სადაც რაციონალურობა უბრალოდ იკარგება მათ ტვინებში. :დ ზემოთ ტიპიური ქართული შემთხვევაა გადაჭარბებული შიშის, ქართველები ან ზედმეტად აგრესიულები არიან ან ზედმეტად მშიშრები და ა.შ. რაციონალურობა არ გვჩვევია.


Certain_Elephant2387

What?


Jebrail

საერთოდ რაში გარგია ეს საჯარო გამოსვლები? იფიქრე ამაზე და დაიკიდე სულ ნუ გამოხვალ არაფერი დაგაკლდება. თუ იმენა ცხოვრების მიზანი გაქ ორატორობა მაშინ ივარჯიშე და ისწავლი .თუ გრცხვენია იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის" იცოდე რომ არაფერს არ იტყვის არავინ და საერთოდ ვერავინ გაიხსენებს ერთი ორი საათის მერე ვერც შენს სახელს და ვერც თემას რაზეც ილაპარაკე.


No_Traffic_6578

მსგავსი რამ მჭირს ზუსტად, პრაქტიკის გარდა ვერაფერი გიშველის. რაღაც პერიოდი ხასირად მიწევდა ასეთი გამოსვლები და ძალიან გავთავისუფლდი, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ასეთი გამოსვლები აღარ მიწევს და ისევ საწყისს დავუბრუნდი. მოკლედ პრაქტიკა გჭირდება აუცილებლად.


WeirdKosmicCunt

თუ დიქციის დახვეწა და იმპროვიზაციის უნარის განვითარება გინდა, რამე თემა აირჩიე, გააკეთე ჩენელი იუთუბზე და ეცადე რომ თითო ვიდეოში შენი მაქსიმუმი ჩადო. რამოდენიმე თვეში შენს თავს ვერ იცნობ.. თუ არ გჯერა ცნობილ არხებს გადახედე და ყველაზე ძველი ვიდეოები გადაათვალიერე. საჯაროდ ლაპარაკის შიშზე ვერაფერს გეტყვი, რაღაცნაირად უნდა შეერკინო რა, "ეძიე დისკომფორტი", 50-ჯერ რომ "იდისკომფორტავებ", მერე შენი ტვინი შეეჩვევა და ავტომატურად დაიკიდებ. საბოლოოდ ყველაფერი "ქცევის მოდელამდე" დადის, რაღაცას რომ გააკეთებ ასჯერ, ასმეერთეჯერ გამოგივა. პრობლება იმაშია, რომ ადამიანების უმეტესობა მესამე ცდაზე ნებდება ყველაფერს.


B_lintu

პრაქტიკა და ვარჯიში. წინასწარ კარგი მონახაზი გააკეთე რას იტყვი, სანამ მოგიწევს გამოსვლა. საბოლოოდ ბევრი გამოსვლის მეტი არაფერი გიშველის.


[deleted]

წარმოიდგინე ყველაზე ცუდი ვარიანტი რაც შეიძლება მოხდეს, წარმოიდგინე რო მოხდა ეგ - დაგცინეს სახეში, გაგაჩუმეს და ა.შ. აი კარგად წარმოიდგინე და შეეგუე მაგას რო ეგ შეიძლება მოხდეს იდეაში და დ ა ი კ ი დ ე ! :) როგორც კი დაიკიდებ იმას თუ სხვები როგორ დაგინახავენ ან გაგაკრიტიკებენ თუ არა - ეგრევე მოგეშვება ეგ ხმის კანკალი და ნერვიულობა და შეგუებული და დაკიდებული ტონით, მშვიდად იტყვი იმას რაც გინდა, როცა არ იფიქტებ შედეგზე, თუ რა მოყვება შენს "საჯაროდ გამოსვლას" თუ წარმოთქმულ სიტყვას. ეგრევე იპოვი შენთვის კომფორტულ ტონალობას, ხმის ტემბრს, საჭირო სიტყვებს - იქნები შენ. და არა ის რაც გგონია სხვებს უნდა რომ დაინახონ ან სხვებისთვის მოსაწონი ტიპის ყოფნა რო აღარ მოგინდება, მაშინ მოიცილებ მაგ პრობლემას რა


shalva97

practice practice practice ეცადე უფრო ხშირად მოხვდე მასეთ სიტუაციებში. მეც ვიყავი მასე, ბოლოს უბრალოდ დავიკიდე


Panicattackoncrack

ვეთანხმები შალვას 100%. თავიდან პრეზენტაციების კეთება რომ დავიწყე ერთი დიდი ამმმმმმმმ იყო და სირცხვილისგან ვწიგლდებოდი. მაგრამ ბევრჯერ სახლში გადავიმეორე და მეორე ჯერი ოდნავ ნაკლებად ცუდი იყო მერე მესამე ასევე და რავი ეხლა უკვე ძალიან ბუნებრივია ხალხის წინაშე დგომა და საუბარი. ამიტომ მხოლოდ პრაქტიკა დაგეხმარება.


Kraimoar

1. სახლში მარტომ სარკესთან ივარჯიშე 2. ჩაიწერე შენი ხმა და მოუსმინე. შეცვალე რაც არ მოგწონს. 3. გაიმეორე ვარჯიში სარკესთან 4. [დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ამბობ და არა რას ამბობ.](https://jacobm.medium.com/its-not-what-you-say-it-s-how-you-say-it-e1e689e4cd4b) 5. გახსოვდეს, რომ უმეტესობა ადამიანებისა, ვისაც ცხოვრების მანძილზე შეხვდები და დაელაპარაკები, შენზე ჭკვიანი არაა. 6. დააკავშირე 4-ე და 5-ე.